ლუკ კოფის ინიციატივა და შეფასებები

25 ოქტომბერი 2019, 18:10 1784 ნახვა

განთავსდება თუ არა ახალქალაქში სირიიდან წამოსული ამერიკული ჯარი- ლუკ კოფის ინიციატივას პოლიტიკოსები აფასებენ. ამერიკელი ანალიტიკოსის განცხადებებს სერიოზულად არ აღიქვამენ ხელისუფლებაში. ოპოზიციისა და ექსპერტების აზრი კი ერთმანეთს ემთხვევა, ამბობენ, რომ რთულად განხორციელებადი იდეაა, თუმცა პოზიტიური, რომელსაც მათი განმარტებით მოქმედი ხელისუფლება არასდროს განახორციელებს.

ლუკ კოფმა სირიიდან გაყვანილი ამერიკელი ჯარისკაცების საქართველოში განლაგების საკითხზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.  ამერიკელი მკვლევარი ამჯერად მოსაზრებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ მისმა ინიციატივამ საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა შესაძლოა დაძაბოს. ის მიიჩნევს, რომ ამ მოსაზრების ავტორები საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს არ იცნობენ.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში