ბრძოლა ჩემპიონობისთვის - ბათუმის ,,დინამო'' დღეს ,,ვიტ ჯორჯიას'' უმასპინძლებს

25 ოქტომბერი 2019, 10:13 1855 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტურის ერთი მატჩი გაიმართება. ბათუმის დინამო ანგისის ბაზაზე თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას’’ უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

ამ სეზონში გუნდები 3-ჯერ შეხვდნენ და სამივე მატჩი ბათუმელებმა მოიგეს. ამ დროისთვის გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ბათუმის ''დინამოს'' 63 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. მეორე ადგილზე მყოფი თბილისის ‘’დინამო’’ კი ერთი ქულით ჩამორჩება.

,,ვიტ ჯორჯიას’’ 19 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი