დააკავეს კაცი, რომელმაც 2000 ლარის ქრთამი აიღო - საგამოძიებო

24 ოქტომბერი 2019, 10:38 1295 ნახვა

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცმა მოქალაქეს 2000 ლარი, დოკუმენტაციის კანონდარღვევით გაცემისთვის გამოართვა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ერთ - ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი