დავით ყიფიანის თასისთვის ფინალში "საბურთალო'' და "ლოკომოტივი'' დაუპირისპირდებიან

24 ოქტომბერი 2019, 09:59 1459 ნახვა

დავით ყიფიანის თასის ფინალისტების ვინაობა ცნობილია - 7 დეკემბერს ტიტულისთვის და ევროპალიგის საგზურისთვის ერთმანეთს ,,საბურთალო'' და ,,ლოკომოტივი'' დაუპირისპირდებიან.

პირველ შეხვედრაში "მიხეილ მესხზე" საბურთალო ქუთაისის ,,ტორპედოს’’ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა . ანგარიში 48-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა და დედაქალაქელები დააწინაურა , 69- ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში ,,საბურთალოს’’ მონტენეგროელმა ლეგიონერმა ოგნიენ როლოვიჩმადააფიქსირა და ,,საბურთალო’’ თასის ფინალში გავიდა.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კი მე-4 ლიგის ბინადარმა ,,გარეჯმა’’ ,,ლოკომოტივს’’ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. ანგარიში 13-ე წუთზე ილია გუჯაიძე გახსნა და ,,გარეჯს’’ პირველი ნახევარი მოაგებინა. 56-ე წუთზე ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გაათანაბრა, 3 წუთში ჭანტურიამ უკვე თბილისელები დააწინაურა. 62 -ე წუთზე თავაძემ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნა. საბოლოოდ მატჩში ძლიერმა და გამოცდილმა იმარჯვა 68-ე წუთზე თეიმურაზ შონიამ თერთმეტრმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ფინალში გაიყვანა ,,რკინიგზელები’’.

გარეჯის გასვლა ნახევარფინალში სენსაცია იყო და მეოთხე ლიგის გუნდმა ნახევარფინალში ღირსეული მატჩი ჩაატარა. ფინალში ერთმანეთს ორი თბილისური კლუბი ,,საბურთალო’’ და ,,ლოკომოტივი’’ გავიდა. ფინალური დაპირისპირება 7 დეკემბერს 16:00 საათზეა ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში