გოდერძი ბერდელიძე ევროპის ჩემპიონია

22 ოქტომბერი 2019, 13:43 2038 ნახვა

გოდერძი ბერდელიძის ტრიუმფი რუმინეთში. ქართველმა ძალოსანმა 61 კგ წონით კატეგორიაში 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა. სპორტმსნემა ატაცში 123/125 კგ. დაძლია და პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ძალოსანმა თავი აკვრაშიც გამოიჩინა.

ბერდელიძემ 144/149/153 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო მაჩვენებელი 277 დაუგროვდა და აქაც ჩემპიონობა იზეიმა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში