„განდაგანას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

20 ოქტომბერი 2019, 15:30 3726 ნახვა

„განდაგანას და მის ხალხურ საწყისებს“  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მას საფუძვლად, აჭარის ტრადიციულ სანახაობითი კულტურისთვის დამახასიათებელი „ყოლსამა“, ანუ მხარული, „თოფალოინი“, „თარნანინო“, „ჯაყდანანა“ და სხვა ცეკვები უდევს, რომლებიც აჭარაში თაობიდან თაობას  გადაეცემოდა და საშემსრულებლო მრავალფეროვნებითაც ხასიათდებოდა.

სტატუსის მინიჭების ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში