აქციის შემდეგ, ლეონიძის ქუჩაზე სამუშაოები შეჩერდა

20 ოქტომბერი 2019, 12:08 970 ნახვა

ლეონიძის ქუჩის 4 ნომერში, მცხოვრებლებსა და მშენებელ კომპანიას შორის შეთანხმება შედგა. კომპანიამ მძიმე ტექნიკის სამუშაოები ორი დღით შეაჩერა და მერიის მიერ ალტერნატიული გზის შეთავაზებას ელოდება.

გუშინ, ლეონიძის ქუჩაზე 12 სართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს და ეზოში გამავალი გზა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მოსახლეობის თქმით, ტვირთის გადაზიდვისას სახლი ზანზარებს და კედლებიდან ბათქაში ცვივა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში