სავარაუდოდ მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი გახდა, მაგრამ ამას ჯერ მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვით - ვახტანგ გომელაური 

19 ოქტომბერი 2019, 11:35 1112 ნახვა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, სადაც აფეთქება მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მივიდა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია ბუნებრივი აირის დაგროვებამ ერთ-ერთ ბინაში გამოიწვია კორპუსის დაზიანება, ასევე ჩაიმსხვრა წინამდებარე კორპუსის მინები. დაღუპული საბედნიეროდ არავინ არ არის.  ერთი  ადამიანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, იგი რეანიმაციაშია გადაყვანილი. ეს  ადამიანი იმ ბინაში იმყოფებოდა, რომელშიც აფეთქება მოხდა. 4 ადამიანი მსუბუქად დაზიანებულია, მათ მალე გამოწერენ"-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს რამ გამოიწვია აფეთქება და ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება. 

"როგორც ექსპერტები გვეუბნებიან ეს ოჯახი იყო გაფრხილებული  რამდენიმე თვის წინ რომ გამაცხელებელი არ დაეერთებინათ, თუმცა როგორც ჩანს ამას ექსპერტიზა დაადგენს დაერთება მოახდინა ამ ადამიანმა  და ამან გამოიწვია სავარაუდოდ აფეთქება. ჯერ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით.  ამბობენ, რომ ეს იყო კუსტარულად დაერთება, მაგრამ ამას ჯერ მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვით, გამოძიება დამთავრდება და მოგახსენებთ ყველაფერს.

გადამოწმების მიზნით ამ ადამიანმა დააერთა თუ არა გამაცხელებელი, თუ ის კომპანიის წარმომადგენლებს კარს არ გაუღებდა ჩვენ  მას კარს ვერ შევუნგრევდით, ამის უფლება არ გვაქვს იძულებით დავათვალიეროთ მისი გამათბობელი თუ გაზქურა"- განმარტა ვახტანგ გომელაურმა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში