გორგასლის ქუჩაზე გველი იპოვეს

06 სექტემბერი 2016, 00:00 13208 ნახვა

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე მოქალაქემ საკუთარ სახლთან გველი იპოვა. მამუკა შარაბიძე აცხადებს, რომ დასახმარებლად ჯერ 112-ს მიმართა, შემდეგ კი ბათუმის მერიას, თუმცა ორივე სამსახურში უარი უთხრეს. მისი ინფორმაციით, მერიაში განუცხადეს, რომ „სამსახურში არსებობს შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც ქვეწარმავლის ტერიტორიიდან გარიდებას უზრუნველყოფს“.  ქვეწარმავალი ადგილობრივებმა მოკლეს.

ამავე კატეგორიაში