პოლიტიკური გავლენა სასამართლოზე?

17 ოქტომბერი 2019, 20:06 1703 ნახვა

ნახევარად-პოლიტიკური - ასე შეაფასა მერიის მაღალჩინოსნების საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ერმაკოვი, ვანაძე და ლომაძე წინასწარი პატიმრობიდან არ გაათავისუფლეს.

რამინ პაპიძე ფიქრობს, რომ დავით მამისეიშვილზე ირიბად ზეგავლენა პოლიტიკოსების განცხადებებმა მოახდინა. მათ შორის იგი თორნიკე რიჟვაძეს ასახელებს. მამისეიშვილი საპასუხო კომენტარს, იმის გამო არ აკეთებს, რომ საქმე განხილვაშია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი ამ საკითხს ასე პასუხობს - ბევრს აქვს სურვილი რომ წარმომაჩინოს ყოვლისშემძლედ. იგი გუნდის კურსზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ კორუფციასთან  ბრძოლა გაგრძელდება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში