გია ბოკერიას შეთავაზება პოლიტიკოსებს

14 ოქტომბერი 2019, 20:00 1533 ნახვა

ოპოზიციის წყალგამყოფი, თუ „ევროპული საქართველოს“ მცდელობა გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ - „არავინ ციხეში“ - ეს არის ფრაზა, რამაც ოპოზიციურ სპექტრში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ფრაზა და ინიციატივა „ევროპული საქართველოს“ ლიდერს ეკუთვნის.

პარტია მომხრეა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოცხადდეს ერთგვარი ამნისტია წინა ხელისუფლების წევრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე და ხელისუფლების შეცვლას არ მოჰყვეს შურისძიება.

ამას კი ცალსახად არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობა.“ განცხადებებს მალევე გამოეხმაურა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.  „ჯუნგლები არ გვინდა, შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით,“ ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი კი მიიჩნევს, რომ “არავინ ციხეში” ისევე შეუთავსებელია ლიბერალურ დემოკრატიასთან, როგორც “ყველანი ციხეში”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში