ბათუმში 16:00 საათზე ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” იწყება /პროგრამა/

13 ოქტომბერი 2019, 12:05 1807 ნახვა

''განდაგანა“ - სოფლის ტურიზმის ფესტივალს, დღეს და ხვალ, ევროპის მოედანი უმასპინძლებს. აჭარის 5 მუნიციპალიტეტი, მისთვის დამახასიათებელ ნაწარმსა და ხელნაკეთ ნივთებს წარადგენს, გაცოცხლდება ტრადიციები. 

სტუმრები, აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურებენ. მონაწილეობას მიიღებენ ქორეოგრაფიულ და კულინარიულ მასტერკლასებში, ჩურჩხელის ამოვლების, ჭაჭის გამოხდის, თუთუნის დაჭრისა და ყურძნის დაწურვის პროცესში. გასული წლისგან განსხვავებით წელს, ფესტივალში რეგიონებიდანაც ჩაერთვებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში