ევროკავშირის ელჩი გურიაში ევროპის დღეებს ესწრება

13 ოქტომბერი 2019, 12:25 1193 ნახვა

საქართველოში, ევროკავშირის ელჩი, გურიაში ვიზიტს განაგრძობს. კარლ ჰარცელი, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს ეცნობა. გუშინ, იგი მესამე სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ისაუბრეს, ტურიზმის, დეცენტრალიზაციის, განათლებისა და გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე. კარლ ჰარცელის განმარტებით, გურია ერთ-ერთია იმ საპილოტე რეგიონებიდან, სადაც ევროკავშირი დაახლოებით 60 მილიონი ლარის ღირებულების პროექტებს განახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში