დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის მეერვედფინალურ შეხვედრას ითამაშებს

10 ოქტომბერი 2019, 10:03 1933 ნახვა

შანხაის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება.

ტიმმა პაბლო კარენო-ბუსტა ორ სეტში 7:6, 6:3. რამდენიმე დღის წინ მან პეკინის ღია პირველობა მოიგო და ჩემპიონობა სწორედ ბასილაშვილისგან გადაიბარა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ რადუ ალბოტი დაამარცხა სამ სეტში, 1/16-ფინალში კი ბენუა პერისაც ასევე სამ სეტში აჯობა. ბასილაშვილისა და ტიმის შეხვედრა დღეს 13:30 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის ნიკოლოზი მსოფლიოს 24-ე ჩოგანია ,ხოლო მისი ავსტრიელი მეტოქე 5-ე ადგილს იკავებს. 2017 წელს ბასილაშვილსა და ტიმ შორის გამართული შეხვედრა ქართველის გამარჯვებით ორ სეტში 6:4 , 6:4 დასრულდა

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში