“ქართული ოცნება” ხელვაჩაურის აქციას ენმ-ს პროვოკაციად აფასებს

05 სექტემბერი 2016, 00:00 5499 ნახვა

ხელვაჩაურის გამგეობასთან თხილნარის მეურნეობის მცხოვრებლების აქციას “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილ პროვოკაციად აფასებს “ქართული ოცნები”-ს ხელვაჩაურის შტაბის ხელმძღვანელი. ჯუმბერ ვარდმანიძე დარწმუნებულია, რომ აქციის უკან ოპონენტები დგანან. მისი თქმით,  მოსახლეობა უკვე ინფორმირებული იყო გაწმენდითი სამუშაოების დაწყების შესახებ. ხოლო, მაშინ, როცა სოფლის მცხოვრებთა ერთი ჯგუფი გამგეობასთან მივიდა, ნადიმ ვარშანიძე სხვაგან,  ერთ-ერთი შემთხვევის  ადგილზე იმყოფებოდა.  ვარდმანიძე “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს კონსტრუქციული საარჩევნო კამპანია აწარმოოს.

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში