თემის რწმუნებულები საჯარო მოხელის სტატუსის გარეშე?

07 ოქტომბერი 2019, 20:13 1533 ნახვა

ახალი კანონპროექტი არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და დღის წესრიგში დამდგარი ახალი რისკები - “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით ე.წ. სოფლის რწმუნებულებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის გაუქმება და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანა იგეგმება.

ეს ცვლილება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით ზრდის რისკს აღნიშნული პირები  სრულად პოლიტიზირებულები გახდნენ. ამასთან ჩნდება საფრთხე რომ ისინი წინასაარჩევნოდ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის გამოიყენონ. ოპოზიციაც ფიქრობს, რომ საჯარო მოხელის სტატუსი ერთგვარი იმუნიტეტია და ამის კონკრეტული მაგალითიც აქვთ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში