დიდი ბრიტანეთის ელჩი ბსუ-ის სტუდენტებს შეხვდა

05 ოქტომბერი 2019, 15:19 1680 ნახვა

გაცვლითი პროგრამები,სტიპენდიები , ბრიტანეთის ვიზის მიღების საკითხი, ტურიზმი და სპორტი -ეს არის კითხვები რომლებიც  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა  საქართველოში ბრიტანეთის ელჩს დაუსვეს. შეხვედრა საქართველოში ბრიტანეთის  სეზონის  ფარგლებში გაიმართა.  ამ წუთებში კი   ბათუმში ლონდონის სკვერში მოძრავი საელჩო იხსნება. 

ღონისძიებაზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში  საინფორმაციო ბუკლეტები  იქნება წარმოდგენილი. მსურველები კითხვარებსაც შეავსებენ , რომლითაც გამოვლინდება რამდენად  იციან საქართველოს მოქალაქეებმა  ბრიტანეთის შესახებ მნიშვნელოვანი და ასევე ნაკლებად ცნობილი ფაქტები.

,,ბრიტანული სეზონი“  დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივად დაგეგმილი სპეციალური პროგრამაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს აერთიანებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში