ნატოს საბჭოს წევრებს შეხვედრაზე ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა საკუთარი პარტიის შეხედულებები გააცნო

04 ოქტომბერი 2019, 20:32 1158 ნახვა

ნატოს საბჭოს წევრებს შეხვედრაზე ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა საკუთარი პარტიის შეხედულებები გააცნო. საუბარია მის განცხადებებზე ნატოში გაწევრიანების თაობაზე, რუსეთთან პირდაპირ დიალოგსა და სამხედრო მიუმხრობლობაზე. ამ განცხადებებთან ერთად, ბოლო რამდენიმე დღეა კრიტიკის საგანი გახდა გამოკითხვაც, რომელსაც სპეციალისტები კვლევას არ უწოდებენ და ინაშვილს მეთოდოლოგიის არ არსებობას უწუნებენ. ამასთან საუბრობენ მანიპულაციურ კითხვებზე. 

„ეს არის რუსული, პუტინის პროპაგანდა“ - ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის წევრს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია. ამას ამბობს უსაფრთხოების სპეციალისტი თეონა აქუბარდიაც. იგი მიიჩნევს, რომ ინაშვილის შეხვედრაზე ყოფნა კარგი იყო, რადგან ამ ფორმით ყველამ ნახა რასთან გვაქვს საქმე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში