აღდგენითი სამუშაოები ხელვაჩაურში

05 სექტემბერი 2016, 00:00 4161 ნახვა

ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი კვარიათში 10 ოჯახი. მათ არ მიეწოდებათ სასმელი წყალი და ბუნებრივი აირი. პრობლემები აქ ძლიერმა წვიმამ შექმნა. სტიქიის ზონაში რამდენიმე მონაკვეთზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. დღის ბოლომდე კი შესაძლოა დამატებითი ძალების მობილიზება გახდეს საჭირო. გაწმენდითი სამუშაოები ერთდროულად 9 ადგილზე მიმდინარეობს ხელვაჩაურის სოფლებშიც. ახალსოფელსა და თხილნარში ჩახერგილია ცენტრალური გზები, გარე სამყაროსაა მოწყვეტილი 12 ოჯახი. ჩამოწოლილმა მიწის მასამ დანგრევის საშიშროება შეუქმნა სამ ოჯახს, ერგესა და კაპრეშუმში.  მათგან ბერიძეების და გორგილაძეების ოჯახი გამგეობამ უსაფრთხო ადგილას გახიზნა და  საცხოვრებელი უქირავა, ერგეში თამარ ლორთქიფანიძეს კი  დროებითი საცხოვრებლით დღეს უზრუნველყოფს.  სოფელ ახალსოფლის და ავგიის დამაკავშირებელ გზაზე მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებთან ჩამოწვა და ზოგან განმეორდა მეწყერი. მსგავსი მდგომარეობაა სოფელ სარფში კალენდერეს გზაზე. დამეწყრილ ტერიტორიებზე გეოლოგები მუშაობენ.  

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში