ბათუმის ბულვარში 9 ციცარი გამოიჩეკა / ფოტოამბავი/

04 ოქტომბერი 2019, 15:16 3523 ნახვა

ბათუმის ბულვარის "გედების ტბაზე" 200 -მდე ფრინველი ბინადრობს.

მათი უმეტესობა თუთიყუში და წყალმოცურავე ფრინველია.  

ზოოკუთხეში 4 სახეობის, დაახლოებით, 70  თუთიყუშს შეხვდებით.

ზოოკუთხეს რამდენიმე დღის წინ ახალი ბინადრები, 9 ციცრის წიწილა შეემატა.

ვარხვი, გედები, იხვები, ტბაზე 100-ზე მეტი წყალმოცურავე ფრინველი ბინადრობს. ჰყავთ ფარშევანგები და ციცრებიც.

აქ ხმელეთისა და წყლის კუებსაც შეხვდებით. ზოოკუთხეში  6 ხმელეთის და 4 წყლის კუ ჰყავთ.

ზოოკუთხეში ფრინველების მოვლის გარდა, სელექციურ მუშაობასაც ეწევიან  და  ახალ ბინადრებს ამატებენ.

ბულვარის "გედების ტბის" ზედამხედველი ამბობს, რომ მოსახლეობა ზოოკუთხით ხშირად ინტერესდება, მოდიან კონსულტაციებისთვის, ასევე ინტერესდებიან ფრინველთა მოვლა-პატრონობით. მისივე თქმით, მომავალ წელს ზოოკუთხეს, შესაძლოა, ახალი ბინადარი, თეთრი ფარშევანგი დაემატოს. 

ფოტოები: მაგდა ჯაიანი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში