ნატოს დელეგაციის წევრებმა ბათუმის პორტში სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერეს

04 ოქტომბერი 2019, 10:06 1561 ნახვა

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების ვიზიტი გრძელდება. ამ წუთებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი და ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები ბათუმის პორტში იმყოფებიან, სადაც სანაპირო დაცვის ხომალდებს, ''დიოსკურიას'' და ''ოჩამჩირეს'' დაათვალიერებენ.

მათ მასპინძლობას საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები უწევენ. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები ამერიკულმა მხარემ საქართველოს გასულ წელს გადმოსცა. ისინი ნატოს ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობენ. ​

სანაპირო დაცვის ხომალდები გამორჩეულია თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით. აღჭურვილია ​თანამედროვე სტანდარტის სანავიგაციო სისტემით. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში