კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ისტორიულად საუკეთესო შედეგი აქვს - თეა წულუკიანი

02 ოქტომბერი 2019, 15:01 1392 ნახვა

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლისა და კონტროლის კუთხით საქართველომ გაიუმჯობესა თავისი მდგომარეობა და მსოფლიო ბანკის 186 ქვეყნიდან  18 ადგილი დაიკავა" - იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  ჟურნალისტებს მსოფლიო ბანკის კვლევები გააცნო.

მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკმა ქვეყნები კორუფციასთან ბრძოლის, მთავრობის ეფექტური მართვისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით გამოიკვლია. 

''ეს რეიტინგი საქართველოსთვის არის ისტორიულად საუკეთესო შედეგი, თქვენ ნახავთ მსოფლიო ბანკის  კვლევაში, რომ შედარებული არის დამოუკიდებელ საქართველოს მოცემულ კომპონენტში სხვადასხვა მიღწევები - 2008-2013 და 2018 წლებში, და სწორედ ბოლო მაჩვენებელია ჩვენთვის ისტორიულად საუკეთესო შედეგია.  კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო ევროკავშირის  წევრ 14 სახელმწიფოს უსწრებს,'' - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში