ბიძინა ივანიშვილი აჭარის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

01 ოქტომბერი 2019, 16:21 4610 ნახვა

ბიძინა ივანიშვილი დღეს აჭარის პარტიულ აქტივს შეხვდა  - ინფორმაციას პარტია ავრცელებს.  

შეხვედრა შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა და მას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტსაბჭოს წევრი ილია ნაკაშიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონის საოლქო ორგანიზაციებს. შეხვედრები პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გრძელდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში