ამ წუთებში ერგნეთში რიგით მე-5 ტექნიკური შეხვედრა უნდა გაიმართოს

01 ოქტომბერი 2019, 11:17 902 ნახვა

ამ წუთებში ერგნეთში რიგით მე-5 ტექნიკური შეხვედრა უნდა გაიმართოს.  განიხილავენ  სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს.ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული. როგორ იცით,  ვითარება ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა.

29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ოფიციალურმა თბილისმა მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში