“ბათუმობა-2016”-ის მეორე დღე და უამინდობით გამოწვეული პრობლემები

04 სექტემბერი 2016, 00:00 4389 ნახვა

გრძელდება ბათუმობის დასკვნითი გალა კონცერტი ანბანის  კოშკთან. 19:00 საათის შემდეგ სცენაზე ერთმანეთს  ენაცვლებიან ქართველი შემსრულებლები, რომლებმაც  რეპერტუარი სპეციალურად ბათუმობის დღისთვის შეარჩიეს, თუმცა მისი მოსმენა  მხოლოდ რამდენიმე  ადამიანმა  შეძლო. ძლიერი წვიმის გამო   ბათუმელები კონცერტზე ვერ მივიდნენ. დამსწრეტა შორის იყო უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარე, რომელიც  საღამოზე  ბოლომდე  დარჩა, ავთანდილ ბერიძე  ამბობს, რომ მან ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმობის ორგანიზატორებს და  ღონისძიების მონაწილეებს. როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს  გალა საღამოზე  ცოტა ხნით მივიდა მთავრობის  თავმჯდომარეც. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში