ცვლილება აჭარის კონსტიტუციაში - სახალხო განხილვა

30 სექტემბერი 2019, 20:33 1045 ნახვა

აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვა გაიმართა ხულოსა და შუახევში. ცვლილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ბლოკების ნაწილს ეხება. ახალი პროექტით პოლიტიკურ სუბიექტებს ბლოკების შექმნის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

ოპოზიციას მსჯელობა სწორედ ამ ნაწილზე სურს, პროპორციული სისტემის ნაწილზე კი ამბობენ, რომ ამაზე ყველა თანხმდება. უმრავლესობაშიც აცხადებენ, რომ ამ ფორმით მანდატები უფრო სამართლიანად გადანაწილდება. საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ მსჯელობა უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლებს, საბოლოოდ კი საქართველოს პარლამენტში. ვინ ესწრებოდა და რა კითხვები ჰქონდათ მოქალაქეებს განხილვისას?

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში