სასწრაფოსა და სოფლის ექიმების ხელფასები გაიზრდება - ივანე მაჭავარიანი

30 სექტემბერი 2019, 18:16 1814 ნახვა

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სასწრაფოს ექიმებისა და სოფლებში მომუშავე ექიმების ანაზღაურება იზრდება - ამის შესახებ, მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა განაცადა. 

სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის საკითხები განიხილეს. 

“ექიმები და სასწრაფოს სისტემა გაერთიანდება. სოფლის ექიმებზე მოხდება 100 ლარიანი მატება ხელფასის. მასწავლებლების ხელფასები იზრდება პირველი ოქტომბრიდან, ანუ შემდეგი ზრდა იქნება მომავალ წელს. ჯამში, თავდაცვისა და პოლიციელების ანაზღაურება იქნება მილიარდ 25 მილიონი. ჩქაროსნული მაგისტრალები ისევ რჩება ჩვენი პრიორიტეტი, დაახლოებით 700 მილიონ ლარამდე იქნება მობილიზებული მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაზე და წარმოადგენს მილიარდ 200 მილიონს. 70 ათას ადამიანს ვუზრუნველყოფთ უწყვეტი 24-საათიანი წყლის მომარაგებით. ლომის წილი უკავია გაზიფიციფრებას, რაც წელს ასევე 20 მილიონით იზრდება და აღწევს 60 მილიონს“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

ფოტო, სოციალური ქსელიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი