აჭარის მაუწყებელს სოლიდარობას უცხადებენ - აქცია ევროპის მოედანზე 

30 სექტემბერი 2019, 15:38 1700 ნახვა

ბათუმში, ევროპის მოედანზე დღეს, 30 სექტემბერს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. 

ღონისძიება სოციალურ ქსელში დაანონსდა. 

აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი და მისი ორგანიზატორი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა დღეს განცხადება გააკეთა. ისინი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.

''მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ ამ საქმის განხილვას სასამართლოს პირველ და მეორე ინსტანციაში, ასევე მაუწყებელში მიმდინარე პროცესს, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო პოლიტიკის მართვა არ აღმოჩნდეს სახელისუფლებო გუნდის მიერ არჩეული და მის მიმართ ანგარიშვალდებული დირექტორის ხელში'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე შეჩერდა.

სარჩელი გიორგი კოხრეიძემ შეიტანა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში