თორნიკე მამალაძის პროტესტი პარლამენტთან

29 სექტემბერი 2019, 15:15 796 ნახვა

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას მეათე დღეა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ კარავი აქვს გაშლილი.  თორნიკე მამალაძემ  პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებულები შეიწყალა, დეკანოზს კი უარი უთხრა.

თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მსჯავრდებული პარალიზებულია და მისი ჯანმრთელობისთვის საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა მომაკვდინებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში