ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაი დაამარცხეს

29 სექტემბერი 2019, 11:22 2872 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ტურის შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ურუგვაი 33:7 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ნახევარი 12-7 დაასრულა. მეორე ნახევარში კი ქართველებმა უპირატესობა უფრო გაზარდეს და ისტორიული შედეგიც დააფიქსირეს. საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე პრემიალური ქულა მოიპოვა და შეხვედრაში 5 ლელო დადო.

ბორჯღალოსნები ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში 5 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებიან. საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის მესამე ტურში 3 ოქტომბერს ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით დილის 9:15 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში