პრეზიდენტი: “არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს დიალოგის და დიპლომატიის გზა”

28 სექტემბერი 2019, 12:30 1177 ნახვა

რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვისა და საქართველოს საგარეო მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა.  არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს დიალოგის და დიპლომატიის გზა - ჩვენ მარტო, ერთი ერთზე არ ვართ და არასდროს ვიქნებით, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

„ნიშანდობლივია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, ყველა გამოხმაურება, რაც მოვისმინეთ, იქნება ეს ამერიკიდან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან თუ ასევე ევროკავშირის, მოგერინის უწყებიდან, ან კიდევ გენერალური მდივნისგან, ყველა გამოხმაურება, იყო დადებითი, იყო პოზიტიური განაცხადა პრეზიდენტმა.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო - ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა დავით ზალკალიანის  ინიციატივით გაიმართა.  ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  კი გუშინ უარყო ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა ქართული მხარის მოთხოვნით შედგა. საქართველოს და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში