როგორ განაწილდება ოთხი კვოტა სამ ფრაქციასა და ფრაქციის გარეთ 3 დეპუტატს შორის?

27 სექტემბერი 2019, 21:36 2124 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭო მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში მონაწილე კონკურსანტების ოფიციალურ სიას ჯერ კიდევ არ ასაჯაროვებს. არაოფიციალური ინფორმაციით კი 4 ვაკანტური ადგილისთვის 20-ზე მეტი კონკურსანტი იბრძოლებს. 

ირკვევა, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში ჩანაწერს სხვადასხვანაირად კითხულობენ მესამე სექტორსა და უმაღლეს საბჭოში.
დეპუტატები ამბობენ, რომ 4 ვაკანტური ადგილიდან 2 „ქართული ოცნების“ კვოტაა, ამას ამბობენ საიაშიც.  „საერთაშორისო-გამჭვირვალობა - საქართველოში“ კი განმარტავენ, რომ ორი კვოტა დამოუკიდებლებს ეკუთვნით, ერთი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” ერთი კი “ქართულ ოცნებას”, რადგან მმართველ გუნდს ერთი მრჩეველი უკვე ჰყავს წარდგენილი საბჭოში. ორგანიზაციის შეფასებით კვოტირების სულისკვეთება არის ის, რომ მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი სხვადასხვა ძალთა წარმომადგენლობა მრჩეველთა საბჭოში. „ნუ მოარგებთ კანონმდებლობას უმრავლესობის ინტერესებს“ - აცხადებს მალხაზ ჭკადუა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში