ლაშა ტალახაძის სამი რეკორდი ერთ დღეში

27 სექტემბერი 2019, 14:55 3373 ნახვა

ტაილანდში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ლაშა ტალახაძე გამოვიდა.

ქართველმა ძალოსნმა აკვრაში 208, 215 და 220 კილოგრამი დაძლია, რითაც აკვრაში ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ტალახაძემ თავისივე რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა. ატაცში ლაშამ მაქსიმალური წონა 264 კილოგრამი აწია და ოქროს მედალთან ერთად ალი რეზას რეკორდი მოხსნა. 

ორჭიდის ჯამში კი, ტალახაძემ 484 კილოგრამი მოაგროვა, ოქროს მედალს მსოფლიო რეკორდიც მიუმატა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი