30 დღეში უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა

27 სექტემბერი 2019, 13:03 1926 ნახვა

24 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 247 ფაქტი დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა .

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთში -  უკანონო ნადირობის 49, სამცხე-ჯავახეთში - 32, კახეთში - 12,  ქვემო ქართლში - 4. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი 15 ფაქტი გამოავლინეს.

რაც შეეხება აჭარასა და გურიას აქ უკანონოდ ნადირობის 27 ფაქტი დაფიქსირდა.

ყველაზე ხშირად მონადირეები აკრძალული საშუალებით, ე.წ. მანოკით ნადირობდნენ. ყველაზე მეტი - 215 „მანოკი“ დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 39, აჭარასა და გურიაში - 25, სამცხე-ჯავახეთში - 23, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 7.

ჯამში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 309 ხელნაკეთი მოწყობილობა „მანოკი“ ამოიღეს.

სულ, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 386 ფაქტი გამოვლინდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში