აჭარის მთავრობასთან მოქალაქე მესამე დღეა შიმშილობს

25 სექტემბერი 2019, 17:26 1078 ნახვა

შიმშილობის, მე-3  დღე.  მოქალაქე ცეცხლაურში ნაგავსაყარის მშენებლობას აპროტესტებს და მოითხოვს საექსპერტო კომისიის შექმნას, რომელიც ეკოლოგიურ რისკებსა და საფრთხეებს დაადგენენ. მოშიმშილე აცხადებს, რომ თუ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები არ დაინტერესდებიან ამ საკითხით, ის კარავით  დედაქალაქში გადაინაცვლებს.

ნაგავსაყრელის აშენებას  „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“აპირებს, რომელიც აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში