ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ღამით წყალი გაითიშება 

25 სექტემბერი 2019, 14:46 1955 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, დღეს 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ტექნიკური სამუშაოების გამო რამდენიმე ქუჩაზე წყალი გაითიშება.

წყალმომარაგება შეუწყდებათ შემდეგ ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს: 

ბაგრატიონის ქუჩას - ჯავახიშვილის ქუჩიდან გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩამდე;

შარტავას ქუჩას - ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე; გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩას - ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე;

გუდიაშვილის ქუჩას; კაჭარავას ქუჩას; მალაზონიას ქუჩას; მიქელაძის ქუჩას.

კონპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში