სასამართლოში სააკაშვილის გამორჩეულ მოსამართლეებს ნიშნავენ - დეპუტატი 

23 სექტემბერი 2019, 11:35 1217 ნახვა

თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი სააკაშვილის და ადეიშვილის გამორჩეული მოსამართლეები იყვნენ, ეს არის ამ ადამიანების პრობლემა - უთხრა ჟურნალისტებს დღეს ლევან გოგიჩაიშვილმა. 

დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, ამ მოსამართლეების დაბურუნებით ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მიხეილ სააკაშვილს აბრუნებს. 

''თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი პრობლემა წინა სიაში ყოფნა კი არ იყო, მათი პრობლემაა იყო ადეიშვილის რეჟიმში ყოფნა. იმ სისასტიკეებში მონაწილეობა, რომელსაც წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს უშვებოდა. ეს ადამიანები იყვნენ ყველაზე გამორჩეულად მისაღები მოსამართლეები ადეიშვილის და სააკაშვილისთვის. შესაბამისად, მათი დანაშაულებრივი ქმედებები იყო ჩვენი პროტესტის მთავარი მიზეზი, როდესაც ისინი 10 კაციან სიაში ვიხილეთ. 

რას აკეთებს ივანიშვილი ამ სიით? ბიძინა ივანიშვილი საქართველოში სააკაშვილს აბრუნებს, კონკრეტულად ამ ადამიანების სახით სასამართლოში. 

არ შეიძლება იმ ადამიანებზე თავზე ხელის გადასმა, ვისაც საქართველოს მოსახლეობის წინაშე დანაშაულია აქვს ჩადენილი. 

ივანიშვილი ამით გვეუბნება, რომ ქართველი ხალხი არ აინტერესებს. მას აინტერესებს პოლიტიკური ვერტიკალის გაძლიერება. მოსამართლეები, ეს არის ბოლო დეტალი იმ მექანიზმში, რომელსაც დაერქმევა ამ ქვეყანაში დემოკრატიიდან გადახვევა, იმ გზაზე დადგომა, რასაც ავტორიტარიზმი ჰქვია'' - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილი. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დღეს პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. დეპუტატები თამარ ალანიას ესაუბრებიან. კანდიდატი პარლამენტის წევრების კითხვებს პასუხობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში