შსს-მ ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

21 სექტემბერი 2019, 12:45 1199 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, პეკინის გამზირზე ტექნიკის მაღაზია ''ზუმერის'' გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მაღაზიაში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც მობილურები და სხვასხვა სახის აქსესუარები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების მიერ მოპარული და თბილისში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში დამალული ტელეფონების ყუთები და მათში არსებული აქსესუარები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, ასევე, მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში