21 733 ჯარიმა აჭარაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის

20 სექტემბერი 2019, 18:08 3497 ნახვა

3 თვეში, 45 ათასზე მეტი ვიდეოჯარიმა აჭარაში - მათგან ყველაზე მეტი  36 ათას 367 ბათუმში დაიწერა.საგზაო სამართალდარღვევებს შორის ყველაზე ხშირად მძღოლები სიჩქარეს აჭარბებენ.

სტატისტიკით ირკვევა, რომ ისევ პრობლემად რჩება მძღოლების მიერ მობილურით სარგებლობა და მართვის მოწმობის არ მქონე პირების საჭესთან ყოფნა. შესაბამისი სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

ყველაზე ხშირად დარღვეულ წესებს შორისაა: ღერძულა ხაზის გადაკვეთა, საგზაო ნიშნებზე დაუმორჩილებლობა და სხვა.  საგზაო უსაფრთხოების რა წესებს არღვევენ ქართველი მძღოლები ყველაზე ხშირად

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში