ქაქუთში მოსახლეობა ხის ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლას ითხოვს

20 სექტემბერი 2019, 11:34 1245 ნახვა

ქაქუთში,  ოქროპირიძეების დასახლებაში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობის ინფორმაციით, ხის ელექტრობოძებს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა, რაც საფრთხისშემცველია.  

პრობლემის მოგვარებას  შესაბამის უწყებებს სთხოვენ. სოფლის რწმუნებული ენერგოპროჯორჯიას პასუხისმგებლობაზე საუბრობს,  კომპანიაში კი აცხადებენ, რომ სოფელში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია და  პრობლემა აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე დღეში მოგვარდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში