მოლოდინი მქონდა, შეწყალებამდე პრეზიდენტი აზრს მოიკითხავდა - თეა წულუკიანი

18 სექტემბერი 2019, 08:15 1547 ნახვა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწალთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა  24 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის 3 მკვლელობაში მსჯავრდებული, ხოლო ერთი ძებნილი. წულუკიანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ყოფილა. 

„მოლოდინი მე პირადად მქონდა, რომ აღდგომის და ახალი წლის შეწყალების მსგავსად, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია იკითხავდა აზრს: ეს პატიმარი ჩვენგან შეწყალებას ითხოვს და ნამდვილად შვილები ჰყავს, მაგალითად, სახლში? ნამდვილად ავად არის? ეს ჩვენ წინა ორი შეწყალებისას შეგვიმოწმებია და გვითქვამს, რომ არა, არ იტყუება, ნამდვილად მცირეწლოვანი ბავშვები ელოდებიან ამ პატიმარ ქალს სახლში. ამ შემთხვევაში  ამგვარი კონტაქტიც არ შემდგარა მარიამობის შეწყალებაზე. ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტისგან ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც 24 პირიდან 23 პირი გათავისუფლდა საპატიმროდან, ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი", - ამბობს წულუკიანი.

 

შეწყალებულებს შორის  ბათუმში, 22 წლის პოლიციის მკვლელობაში ბრალფებულიც გათავისუფლდა. 

"რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით" - თქვა პრეზიდენტმა პოლიციელის  მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე .

პრეზიდენტი 28 აგვისტოს შეწყალებულთა გამო, არაერთხელ გახდა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მწვავე კრიტიკის ობიექტი, მათ შორის მმართველი გუნდისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი