რეალური შედეგი ჩანს იმ კვლევებში, რომელიც ხელისუფლებას აქვს - ვოლსკი NDI-ის გამოკითხვებზე

17 სექტემბერი 2019, 12:34 1048 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი, გია ვოლსკი ამბობს, რომ რეალური სურათი ჩანს იმ კვლევებში, რომელსაც ხელისუფლება ამზადებს. ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვების ნაწილი კი, პოლიტიკურად ანგაჟირებულია.  

''თავად კვლევაზე ჩვენი დამოკიდებულება იცით, ხშირ შემთხვევაში კვლევის შედეგები დამოკიდებულია იმ საინფორმაციო ველზე, რომელიც ქვეყანაში იქმნება. რეალური სურათი რასაკვირველია დადებულია იმ კვლევებში, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია. მუშაობაც შესაბამისად ამ კვლევებზეა ორიენტირებული და არა იმ გამოკითხვებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად ანგაჟირებულია'' - უთხრა ''ქართული ოცნების'' დეპუტატმა ჟურნალისტებს. 

დღეს ''ენდიაიმ“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), სულ 2 131 მოქალაქე გამოკითხეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში