17% მიიჩნევს, რომ სამსახურს პირადი კავშირების გარეშე ვერ იპოვის - გამოკითხვა

17 სექტემბერი 2019, 11:13 1664 ნახვა

NDI - ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 48% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია.

გამოკითხული 2 132 პირიდან 34% ამბობს, რომ არის უმუშევარი და ეძებს სამსახურს. რაც საქართველოს  მთლიანი მოსახლეობის 21%-ია.

უმუშევრობის მთავარ მიზეზად გამოკითხულთა 22% ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. 19% - კი ამბობს,  დასაქმებაში ხელს სხვა მოვალეობები ხელს უშლის. 17% - მიიჩნევს, რომ სამსახურს პირადი კავშირების გარეშე ვერ იპოვის. 12%-ისთვის კი უმუშევრობის მთავარი მიზეზი ასაკია. 

როგორც კვლევამ აჩვენა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო მეტი ქალია უმუშევარი - 24 %, ვიდრე კაცი 19 %.

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის საშუალო ხელფასი, რომლის სანაცვლოდაც მუშაობას დათანხმდებოდნენ 719 ლარია. 

გამოკითხულთა 77 % მიიჩნევს, რომ მათი სამუშაო ადგილი უსაფრთხოა. 

„ენდიაის“ კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), სულ 2 131 მოქალაქე გამოკითხეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში