ყაზახეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ხვალ ფინალში ორი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს

14 სექტემბერი 2019, 17:39 569 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა  ნაკრების წევრი 82.კგ წონით კატეგორიაში  ლაშა გობაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. გობაძემ  ნახევარფინალში  უზბეკი  ნურბეკ ხაშიმბეკოვი  3:1 დაამარცხა. აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილმა ფალავანმა მანამდე ამერიკელ სტეფანოვიჩს  7-0 აჯობა და ჩინელ ქიანს უშანსოდ  9-0 მოუგო.

ნურსულთანში მიმიდნარე მსოფლიო ჩემპიონატზე  ხვალ ფინალში ორი  ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს. ლაშა გობაძე 82 კგ.წონით კატეგორიაში  აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს დაუპირისპირდება , ხოლო ნუგზარ წურწუმია 55 კგ.წონით კატეგორიაში ყაზახ ხორლან ზაკანშას შეხვდება.

ხვალ ქართველ მოჭიდავეებს ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე  12 წლიანი ნავსის გატეხვის შესაძლებლობა აქვთ .საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 2007 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლია.

მედლებისთვის ბრძოლას 63კგ.წონით კატეგორიაში ლევან ქავჟარაძე და 72 კგ.წონით კატეგორიაში იური ლომაძე გამოეთიშნენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი