საქართველოს პირველი არხის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა

12 სექტემბერი 2019, 21:48 195 ნახვა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მაუწყებლის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა.  პირველი არხის ცნობით  ქსელში გავრცელდა ვირუსი, რამაც დაშიფრა და გაანადგურა მაუწყებლის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

მათივე ინფორმაციით  მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. პირველი არხის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და იქ არსებული მონაცემების შეცვლის ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით მიმდინარეობს. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი