აღდგენითი სამუშაოები ქედაში

02 სექტემბერი 2016, 00:00 4326 ნახვა

მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა ქედაში, რის გამოც სოფელ უჩხითსა და მერისში მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა. ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი, გარდა სოფელ ცხმორისში ჩარგაულის უბანისა, აქ 12 ოჯახთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ასევე სტიქიამ საფრთხე შეუქმნა სირაბიძეებში მცხოვრებ დიასამიძეების საცხოვრებელს, რის გამოც ხუთ წევრიანი ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად თავს მეზობლებს აფარებს. შუქის მიწოდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში აღდგენილია, მათ შორის მერისის 3 მთის მიმართულებით. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში