როდის დასრულდება გონიოს ხიდის რეაბილიტაცია?

19 აპრილი 2016, 00:00 4888 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები გონიოს ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ზიმო” ხიდის რეკონსტრუქციას ერთ წელზე  მეტია აწარმოებს. ოპოზიციის პრეტენზიას მშენებელი კომპანია და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი ინფორმაციით სამუშაოები, კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში, 1 ივლისამდე დასრულდება. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში