დაზიანებული ხიდი

01 სექტემბერი 2016, 00:00 1932 ნახვა

სოფელ ერგეში, ბაშკო ეკალაურის უბანში მცხოვრები 30-მდე ოჯახი ადიდებულმა  ღელემ  გარესამყაროს მოწყვიტა. ნაციონალური მოძრაობის წევრის მიშა ბოლქვაძის თქმით, ხევლაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  30 ათასი ლარია გამოყოფილი ხიდის მშენებლობისათვის, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, ხიდის მშენებლობა ტენდერის ჩავარდნის გამო გადაიდო და უახლოეს პერიოდში ჩატარდება განმეორებითი ტენდერი. 

ამავე კატეგორიაში