გავრილოვის ღამე, სასამართლო სისტემა და მწვავე კითხვები მინისტრობის კანდიდატებს

05 სექტემბერი 2019, 18:06 1338 ნახვა

პარლამენტი გიორგი გახარიას მომავალი კაბინეტის მინისტრობის კანდიდატების მოსმენას ასრულებს. პროცესმა დღესაც, ისევე როგორც გუშინ, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების გარეშე ჩაირა.

ვახტანგ გომელაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თეა წულუკიანმა ორგანოს ტრიბუნიდან პრიორიტეტებსა და პირველ ეტაპზე გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ქვეყანაში ყველა სახის იარაღის წარმოების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა უწყებაში ხელფასების მატებაზე გააკეთა აქცენტი.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებებში როგორც მსჯავრდებულების, ასევე პერსონალისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მინისტრობის არცერთი კანდიდატი მომავალი პრემიერის გუნდიდან არ არის. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში