მაგისტრალებზე სახანძრო-სამაშველო ავტომობილი იმორიგევებს

05 სექტემბერი 2019, 17:09 2279 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სეზონის ბოლომდე ცენტრალურ ავტობანზე სახანძრო-სამაშველო ავტომობილი იმორიგევებს. მანქანები დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე იმოძრავებენ.

საგანგებო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, გადაწყვეტილება გზებზე უსაფრთხოების გაზრდისა და პრევენციის მიზნით მიიღეს. 

''ტურისტულ სეზონზე ავტომობილების ნაკადი გაიზარდა, სახანძრო სამაშველო სამსახურის მანქანა სეზონის ბოლომდე ავტომაგისტრალზე დარჩება. აღნიშნული ავტომობილი გამოირჩევა მეტი სისწრაფით და მობილურობით, რის გამოც სამორიგეოდ ავირჩიეთ. ეს ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეაგირებას კიდევ უფრო ოპერატიულ გახდის'' - ამბობს გიორგი გერგაული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში